დაზღვევა ფარავს უფლებამოსილი მძღოლის მიერ, პოლისში მითითებული ავტომობილის მართვისას, მესამე პირის ჯანმრთელობის, სიცოცხლესა და ან ქონებაზე მიყენებულ ზიანს.
პროდუქტის შეძენისას შეგიძლიათ შეარჩიოთ პასუხისმგებლობის სასურველი ლიმიტები ფასთან შესაბამისობაში.
წინამდებარე პროდუქტის ფარგლებში დაზღვეულია ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის და ან მართვის უფლების მქონე ნებისმიერი პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, წარმოშობილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას.